logo
ENG



შოლცი: პუტინს შეუძლია უკრაინაში ომი კიდევ დიდხანს აწარმოოს

01 ივლ 202216:31
3 წუთის საკითხავი
 
შოლცი: პუტინს შეუძლია უკრაინაში ომი კიდევ დიდხანს აწარმოოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დაწყების გადაწყვეტილება სულ მცირე 1 წლით ადრე დაიწყო.

მისივე თქმით, პუტინს შეუძლია ომი კიდევ დიდხანს აწარმოოს.

როგორც შოლცმა CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ აღიარებს, სინამდვილეში კრემლის ლიდერი ხვდება, რომ დასავლური სანქციები ქვეყანას აზიანებს.

"ის არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ცხოვრობს ბევრი ადამიანი, არის ბევრი შესაძლებლობები, და ის ნამდვილად აწარმოებს ამ სასტიკ ომს. ის ემზადებოდა ამ ომისთვის ძალიან დიდხანს. მგონია, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილება პუტინმა მის დაწყებამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე მიიღო, შეიძლება უფრო ადრეც კი. ამიტომ მას შეუძლია ომი კიდევ დიდხანს აწარმოოს. რაც შეეხება სანქციებს, პუტინი ხვდება, ამ სანქციების ღრმა ზეგავლენას მისი ქვეყნის ეკონომიკაზე", - თქვა კანცლერმა.


close დახურვა