logo
ENG



შოლცი ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვას, უკრაინის და საქართველოს EU-ში გაწევრიანების მომხრეა

29 აგვ 202215:44
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და მასში დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის, ასევე უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს გაწევრიანებას.

"მათი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს ინტერესებშია", - თქვა შოლცმა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

სიტყვით გამოსვლისას ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ გერმანია გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება და მოუწოდა ევროკავშირის 27 ქვეყანას, "დაახლოვდნენ, მოაგვარონ ძველი კონფლიქტები და მიიღონ ახალი გადაწყვეტილებები".

ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია მომდევნო კვირებსა და თვეებში უკრაინას დამატებით იარაღს გაუგზავნის.

"მომდევნო კვირებსა და თვეებში, ჩვენ უკრაინას ახალ, თანამედროვე იარაღს გავუგზავნით, რაც მოიცავს საჰაერო თავდაცვისა და რადარის სისტემებს, საჰაერო დაზვერვის დრონებს. ჩვენი უკანასკნელი შეიარაღების პაკეტის ღირებულება 600 მილიონი ევროა. ჩვენი მიზანია თანამედროვე უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის დაცვა მუდმივად შეეძლებათ", - თქვა შოლცმა.


close დახურვა