logo
ENG



შოლცი მხარს უჭერს რუსული გაყინული აქტივების შემოსავალი უკრაინის საჭიროებებს მოხმარდეს

07 მაი 202414:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/07/gdz3009tg5ce036.jpg

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მხარს უჭერს რუსული გაყინული აქტივების შემოსავალი უკრაინის საჭიროებებს მოხმარდეს.

ამის შესახებ შოლცმა რიგაში განაცხადა, სადაც ბალტიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა. მისი თქმით, ამ აქტივების 90% უკრაინისთვის იარაღის შეძენას უნდა მოხმარდეს.

თავდაპირველად, ამ ინიციატივით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოვიდა. მან მოუწოდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, რომ გაყინული რუსული აქტივების შესამოვლის 90% სპეციალურად შექმნილ ფონდში გადაერიცხათ, რომელიც უკრაინისთვის იარაღის შეძენას აფინანსებს.

ამჟამად, ევროპის ბანკებში 200 მილიარდ ევროზე მეტი რუსული აქტივია.


close დახურვა