logo
ENG



შოლცი პუტინს: შეწყვიტე ეს ომი, გაიყვანე შენი ჯარები

19 ნოე 202222:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/19/sv8rrgwb1obt3ei.jpg

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"შეწყვიტე ეს ომი, გაიყვანე შენი ჯარები და გზა გაათავისუფლე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რომლის უკრაინისთვის კარნახი რუსეთს არ შეუძლია", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

შოლცის თქმით, არავის აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ აგრესიული პოლიტიკის გამო, რუსეთი G20-ის სამიტზე იზოლირებული აღმოჩნდა.

24 ოქტომბერს, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას არა მხოლოდ იარაღით, არამედ პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა