logo
ENG



შოლცი რუსულ კანონზე: კრიტიკულად ვუყურებთ - იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს

12 აპრ 202415:18
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/12/ap4ag4ipn46sn18.jpg

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი გააკრიტიკა. 

გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კანონპროექტს არ მიიღებს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. 

"ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. აგენტების შესახებ კანონს და მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის კიდევ ერთხელ არ დადგებოდა დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი, პრაქტიკულად არ შეცვლილა, თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენს, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას", - თქვა შოლცმა. [სინქრონული თარგმანი]

როგორც შოლცმა აღნიშნა კობახიძესთან შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოებაზე ისაუბრეს და მან არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: 

"ჩვენი საუბრის დროს ასევე ხაზი გავსვი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას და ოპოზიციის მიერ ხდება მთავრობებისთვის იმის მითითება, რას არ აკეთებს მთავრობა სწორად. სწორად ამისთვისაა საჭირო სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე რომ იუსტიციისა და საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, ასევე უნდა გარკვეული პროგრესი ჰქონდეს დაგეგმილი. ასევე, საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა პატიოსან და გამჭვირვალე გარემოში. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის". 


close დახურვა