logo
ENG



შოლცი უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს, საქართველო კი არ უხსენებია

16 ივნ 202219:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/16/xiwlcwidgfbpkbu.jpg

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღონ, თუმცა კანცლერს საქართველო ამ განცხადების დროს არ უხსენებია.

შოლცის თქმით, უკრაინა ევროპული ოჯახის წევრია. შესაბამისი განცხადებები გერმანიის კანცლერმა კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"გერმანია მხარს უჭერს უკრაინისთვის [კანდიდატის სტატუსის მინიჭებას]. ეს ეხება მოლდოვის რესპუბლიკასაც. უკრაინა არის ევროპული ოჯახის წევრი", - თქვა შოლცმა Bussines Insider-ის ცნობით.

რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, შოლცმა პირობა დადო, რომ უკრაინის მომარაგება გაგრძელდება.

"ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას იარაღის მიწოდების თვალსაზრისით, და ჩვენ ამას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება", - აღნიშნა მან.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, იტალიის პრემიერმინისტრ მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად იმყოფება. ევროპელმა ლიდერებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართეს.


close დახურვა