გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირს აღარ აქვს უფლება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ეროვნული ვეტო შეინარჩუნოს, თუ მას გლობალურ პოლიტიკაში წამყვანი როლი სურს.
ევროკავშირში ეროვნული ვეტო ნიშნავს, რომ თითოეულ წევრ ქვეყანას აქვს უფლება, ვეტო დაადოს ახალი ქვეყნის გაწევრიანების საკითხს.
"ეროვნული ვეტოების საშუალება უბრალოდ აღარ გვაქვს, მაგალითად საგარეო პოლიტიკაში, თუ გვსურს, რომ ჩვენი ხმა კვლავ მნიშვნელოვანი იყოს მსოფლიოში, სადაც დიდი ძალები ერთმანეთს ეჯიბრებიან," - თქვა გერმანიის კანცლერმა.
შოლცი აღნიშნავს, რომ G7-ს და სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ, რათა გამოსავალი იპოვონ მსოფლიოს სასურსათო კრიზისის, კლიმატის ცვლილებებისა და პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
მისი თქმით, გერმანია უახლოეს რამდენიმე თვეში ევროპული მიგრაციის პოლიტიკის, ევროპის თავდაცვის, ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გამძლეობის შესახებ შესაბამის წინადადებებს წარადგენს.