logo
ENG



შოლცის თქმით, მან და ძინპინმა ბირთვული იარაღის გამოყენება დაგმეს და ჩინეთში ვიზიტი ღირდა

06 ნოე 202212:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/06/lgp83u4jl7wwdto.jpg
Kay Nietfeld / Pool via REUTERS

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, რომელიც ამ კვირაში ჩინეთში ვიზიტის გამო გააკრიტიკეს, განაცხადა, რომ მისი და სი ძინპინის ერთობლივი განცხადება უკრაინაში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების დაგმობაზე ვიზიტისთვის საკმარისი მიზეზი იყო. 

შოლცმა ეს კომენტარი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გერმანელ ბიზნესმენებთან ერთად გააკეთა. 

“ვინაიდან ჩინეთის ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა და მე შევძელით განგვეცხადებინა, რომ ამ ომში ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუნდაც ამან აქცია მთელი ვიზიტი ღირებულად” - განაცხადა შოლცმა. 

სი ძინპინმა, ბირთვულ იარაღზე განცხადების მიუხედავად რუსეთის კრიტიკისგან თავი შეიკავა და არც მოსკოვს მოუწოდა, რუსი სამხედროების უკრაინიდან გაყვანისკენ. 

შოლცმა კი, ვინც ამ ვიზიტის გამო გააკრიტიკეს გერმანიის ჩინეთის ეკონომიკასთან ჭარბი კავშირების სტრატეგიის გამო გააკრიტიკეს. 

გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანიის მიზანი დივერსიფიკაციაა, რაც ჩინეთთან ურთიერთობების “გართულების” შემთხვევაში გერმანიისთვის დაზღვევის მექანიზმი იქნება. 

ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა და მას მივყვებით. და ეს ნიშნავს გამრავალფერვონებას იმ ყველა ქვეყნისთვის, ვისთანაც ვვაჭრობთ, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, იმ ქვეყნისთვის, რომელიც ამხელაა და მსოფლიო ეკონომიკის ასეთ დიდ წილს ფლობს.

ჩვენ გავაგრძელებთ ეკონომიკურ მიმოცვლებს ჩინეთთან… მაგრამ ასევე მკაფიოა, რომ ჩვენ ისეთ პოზიციას დავიკავებთ, რომ შევძლოთ გავუმკლავდეთ სიტუაციას ნებისმიერ დროს, როცა სირთულეები იქნება” - განაცხადა შოლცმა.

წყაროს ცნობით, მისი ვიზიტისას შოლცმა გერმანელ ბიზნეს ლიდერებს მოუწოდა, არ თქვან უარი დივერსიფიკაციაზე. წყარომ გერმანიის ხელისუფლებიდან Reuters-ს ასევე უთხრა, რომ კომპანიები დივერსიფიკაციის პარალელურად მუშაობენ ჩინეთთან კავშირების გამყარებაზე. 

ეს განსაკუთრებით რელევანტურია გერმანული მანქანათმშენებელი კომპანიების შემთხვევაში, რომელთა ქარხნებიც ჩინეთში მდებარეობს და სადაც ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევები. 

გერმანიის ბიზნესურთიერთობები ჩინეთთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით გახდა განხილვის საგანი.


close დახურვა