გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის ზურგს უკან რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება.
შოლცი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის საფრთხე დარჩება მანამ, სანამ რუსული ჯარები უკრაინაში იმყოფებიან. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის რუსული ჯარების გაყვანა მნიშვნელოვანი.
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მტერი დონეცკის მიმართულებით ახალი შეტევის დაწყებას შეეცდება. ექპერტები აღნიშნავენ, რომ ამჟამად, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის შეტევის საფრთხე არ არსებობს.
"რუსი ოკუპანტები გადავიდნენ ვუჰლედარზე კოორდინირებულ თავდასხმაზე და სავარაუდოდ, დონეცკის რეგიონში, ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, ქალაქ პავლოვკასა და ვუჰლედარზე თავდასხმები უფრო შეთანხმებულ თავდასხმად აქცია", - ნათქვამია განცხადებაში.