შონ პენის არასამთავრობო ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. ოსკაროსანი მსახიობის მიერ დაარსებულმა ფონდმა ლოს ანჯელესში უფასო ტესტირებების ჩატარება დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის გუნდი სწრაფი ტესტირების ადგილებზე იმუშავებს, რაც შონ პენის აზრით, მედიკოსებს დაეხმარება, სხვა უფრო საჭირო სამუშაო შეასრულონ. მსახიობის შეფასებითვე, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სრული მობილიზებაც უნდა მოხდეს.