logo
ENG



შრი-ლანკის პრეზიდენტი, მასშტაბური აქციების შემდეგ, აცხადებს, რომ 13 ივლისს გადადგება

09 ივლ 202222:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/09/h8qp9yayfks9peb.jpg

შრი-ლანკის პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაკსა, მასშტაბური აქციების შემდეგ, აცხადებს, რომ 13 ივლისს გადადგება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მაჰიდმა აბეივარდანას უკვე აცნობა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, პრეზიდენტმა გადადგომის გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება" მოხდეს.

შრი-ლანკაში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციისას დღეს დემონსტრანტებმა პრეზიდენტის და პრემიერის რეზიდენციები შტურმით აიღეს და ერთ-ერთს ცეცხლი წაუკიდეს. ამის შემდეგ ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, რომ მზად იყო, თანამდებობა დაეტოვებინა.


close დახურვა