logo
ENG



შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა და მალდივებზე ჩაფრინდა

13 ივლ 202211:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/13/dugd2fpqfwqrt0b.jpg

შრი-ლანკის პრეზიდენტი, გოტობაია რაჯაპაკსი ქვეყნიდან გაიქცა და მალდივებზე ჩავიდა. შრი-ლანკის საჰაერო ძალები ადასტურებს, რომ პრეზიდენტს თან ახლდნენ ცოლი და დაცვის ორი თანამშრომელი.

მისი გადადგომით შრი-ლანკაში რაჯაპაკსების ოჯახის მრავალწლიანი მმართველობა სრულდება.

ამ დრომდე რაჯაპაკსის ადგილმდებარეობა უცნობი იყო. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შაბათს დემონსტრანტები მის სასახლეში შეიჭრნენ. ამის შემდეგ მან პირობა დადო, რომ 13 ივლისს გადადგებოდა.

შრი-ლანკა დატოვა პრეზიდენტის ძმამ - ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ბეიზილ რაჯაპაკსამ, რომელზეც ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ში მიემგზავრება.

შრი-ლანკაში პროტესტი ეკონომიკური კრიზის ფონზე მიმდინარეობდა. მდგომარეობის გაუარესებაში დემონსტრანტები მთავრობას ადანაშაულებდნენ. თვეების განმავლობაში მოსახლეობა ებრძოდა ელექტროენერგიის ყოველდღიურ გათიშვასა და პირველადი ნივთების დეფიციტს, როგორიცაა საწვავი, საკვები და წამლები.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერმინისტრია. თუმცაღა რანილ ვიკრამასინგჰე მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობს. დემონსტრანტებმა მისი კერძო რეზიდენცია გადაწვეს.


close დახურვა