logo
ENG



შრი-ლანკის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

14 ივლ 202222:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/14/2y10lnw2iz50nfl.jpg

შრი-ლანკის პრეზიდენტი, გოტობაია რაჯაპაკსი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შესახებ წერილი პარლამენტს უკვე გეგზავნა.

აღსანიშნავია, რომ რაჯაპაკსი 13 ივლისს ჯერ მალდივებზე გაიქცა, შემდეგ კი სინგაპურში ჩავიდა. მას თან ცოლი და დაცვის ორი თანამშრომელი ახლა. მანამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. მიიჩნევენ, რომ რაჯაპაკსის გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთება თავიდანვე ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ჰქონდა დაგეგმილი, რათა შეცვლილ ადმინისტრაციას მისი დაპატიმრება არ ეცადა.

მისი გადადგომით შრი-ლანკაში რაჯაპაკსების ოჯახის მრავალწლიანი მმართველობა დასრულდა.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შაბათს დემონსტრანტები მის სასახლეში შეიჭრნენ. ამის შემდეგ მან პირობა დადო, რომ 13 ივლისს გადადგებოდა.

შრი-ლანკა დატოვა პრეზიდენტის ძმამ - ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ბეიზილ რაჯაპაკსამ, რომელზეც ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ში მიემგზავრება. შრი-ლანკაში პროტესტი ეკონომიკური კრიზის ფონზე მიმდინარეობდა. მდგომარეობის გაუარესებაში დემონსტრანტები მთავრობას ადანაშაულებდნენ. თვეების განმავლობაში მოსახლეობა ებრძოდა ელექტროენერგიის ყოველდღიურ გათიშვასა და პირველადი ნივთების დეფიციტს, როგორიცაა საწვავი, საკვები და წამლები.

კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერმინისტრია. თუმცაღა რანილ ვიკრამასინგჰე მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობს. დემონსტრანტებმა მისი კერძო რეზიდენცია გადაწვეს.


close დახურვა