logo
ENG



შრომის რეფორმა საფრთხეშია - 4 არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო აქტორებს მიმართავს

03 ივლ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

სამარცხვინო კომპრომისი ბიზნესის სასარგებლოდ - ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები შრომის რეფორმის საკითხს. სამოქალაქო სექტორი საერთაშორისო პარტნიორებს წერილით მიმართავს და პარლამენტში შრომის რეფორმიდან ფუნდამენტური საკითხების ამოღებაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

შეცვლილი და დაჩეხილი რეფორმა მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. მმართველი პარტია კი რომლისთვისაც შრომითი უფლებები გაცხადებული პრიორიტეტი იყო, ახლა ამბობს, რომ დასაქმებულების დაცვა ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იქნება.

მესამე სექტორის აზრს არ იზიარებს კანონპროექტის, ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი. თუმცა აღნიშნავს, რომ კანონპროექტი იდეალური არ არის, მაგრამ იმედი აქვს, რომ მმართველი გუნდი კანონპროექტს არ ჩააგდებს და მხარს დაუჭერს.

პარლამენტის კომიტეტებში კანონპროექტის განხილვები უკვე დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ კენჭისყრა. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს არ დაეთანხმოს კომიტეტის გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც კანონპროექტი სესიაზე ცვლილებების გარეშე გავა და სადაც გაირკვევა ჩააგდებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო ახალ შრომის კოდექს.

 


close დახურვა