logo
ENG



შსს-მ აქციის მონაწილეების მიერ კალაძის ბანერებზე წარწერების გაკეთებაზე გამოძიება დაიწყო

09 სექ 202521:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/09/09/6qjyt2fr8f8sipf.png
Nancy Woland

"ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეების მიერ საარჩევნო ბანერებზე წარწერების გაკეთების გამო გამოძიება დაიწყო.

უფრო კონკრეტულად, შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ მომენტისთვის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია გრძელდება.

შტაბში მობილიზებულები არიან "ოცნების" ე.წ. ტიტუშკები, რომლებსაც სახე ნიღბებით აქვთ დაფარული.


close დახურვა