logo
ENG



შსს-მ დააკავა ქალი, რომელიც შვილებს მოწყალების შეგროვებას აიძულებდა

12 ნოე 201910:47
3 წუთის საკითხავი
 
q268bngos1aypw8.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია ქალი, რომელიც თავის არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. 

"კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა",- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა