logo
ENG



შსს-მ ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

31 იან 202202:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/31/e3a5050pci4mtwo.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შახტაში აფეთქება 30 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.


close დახურვა