შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევაზე გამოძიება დაიწყო.
უწყებაში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლით.
კაცი, რომელმაც დროშა ჩამოხია, ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს წევრია. მან ჩამოხევის ვიდეო Facebook-ზე დადო, მოგვიანებით კი წაშალა.
ვაკის პარკის ადმინისტრაციამ უკრაინის დროშა უკან დააბრუნა.