logo
ENG



შსს-ს ცნობით, ბიძაშვილების მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია

04 აპრ 202122:48
3 წუთის საკითხავი
 
შსს-ს ცნობით, ბიძაშვილების მკვლელობაში ბრალდებული კაცი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წყალტუბოს სოფელ რიონში ბიძაშვილების მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა კაცი დაკავებულია.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

„ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შედეგად, თავის ნათესავ ძმებს - 1984 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1985 წელს დაბადებულ ა.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ღ.მ., მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პირს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა