logo
ENG



შსს: აქციაზე 4 პირი დავაკავეთ

09 ნოე 202022:56
3 წუთის საკითხავი
 
შსს: აქციაზე 4 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტის წინ აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს.

როგორც უწყებაში ფორმულას უთხეს, ისინი ადმინისტრაციული წესით, ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკაავეს.

აქციაზე დაპირისპირება დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. აქტივისტებს პარლამენტთან გასათბობად შეშის მიტანა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, შემდეგ კი სირცხვილიას სამი აქტივისტი დააკავა. 

დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.


close დახურვა