logo
ENG



შსს: გამომძიებელი მირიან ჭელიძე შოვში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

07 აგვ 202314:18
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამომძიებელი მირიან ჭელიძე, რომელიც შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

უწყება ჭელიძის გარდაცვალების გამო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.

პოლიციის მაიორი ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა