logo
ENG



შსს: გურიაში დავაკავეთ კაცი, რომელმაც სხვას სცემა, ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა

13 თებ 202212:32
3 წუთის საკითხავი
 
შსს: გურიაში დავაკავეთ კაცი, რომელმაც სხვას სცემა, ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში, ოზირგეთის სოფელ ცრემლისხიდში დააკავეს 1954 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს სცემა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. 

დაკავებული 1954 წელს დაბადებული ი.ა-ია, რომელიც ისრაელის მოქალაქეა და საქართველოში დროებითი ბინადრობის სტატუსი აქვს. მას ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ახლად შეძენილი საცხოვრებელი სახლის ყოფილ მეპატრონეს - 1958 წელს დაბადებულ ბ.ს.-ს, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

უწყების განცხადებით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


close დახურვა