logo
ENG



შსს: დააკავეს კაცი, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტის სახელით მოქალაქეებს ფულს სძალავდა

13 აპრ 202412:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/13/mse3j3ippp0k8pw.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით 23 წლის პირი დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად, ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა.


close დახურვა