logo
ENG



შსს: დავაკავეთ 4 პირი, ვინც ბავშვებს აიძულებდნენ, გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება

14 მაი 202312:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/14/g395yw1af4sx2fq.jpg
კადრი: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცირეწლოვანი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები არასრულწლოვნებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. მათ აიძულებდნენ, გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

4 ადამიანი: 2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

close დახურვა