logo
ENG



შსს: დავაკავეთ მოქალაქე, მან ლამინირებული 100-ლარიანებით კრიპტოსაფულეზე - 30 900 ჩაირიცხა

23 აგვ 202411:08
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ მოქალაქე, მან ლამინირებული 100-ლარიანებით კრიპტოსაფულეზე - 30 900 ჩაირიცხა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე რ.პ დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100-ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფულეზე - ჯამში 30 900 ლარი ჩარიცხა" - წერია შსს-ის განცხადებაში.

ასევე ნათქვამია,რომ დანაშაულის დროს ბრალდებულს სპეციალური ნიღაბი ეკეთა, რათა იდენტიფიცირება რთული ყოფილიყო.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


close დახურვა