logo
ENG



შსს: დავაკავეთ ორი ადამიანი, რომლებმაც მარნეულში გოგო გაიტაცეს

21 ივლ 202213:40
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ორი ადამიანი, რომლებმაც მარნეულში გოგო გაიტაცეს. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გოგოს გატაცების შესახებ რამდენიმე დღის წინ აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ Facebook-ზე დაწერა. ის ამბობდა, რომ გოგოს ოჯახი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში მშობლები და ახლობლები დახმარების თხოვნით პოლიციასთან ღამეს ათევდნენ.


close დახურვა