logo
ENG



შსს: დარიალის პუნქტზე მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არ ფიქსირდება

24 ივნ 202315:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/zlqg3mgmxqnn6n7.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დარიალის სასაზღვრო პუნქტზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ დარიალზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.

ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის", - აცხადებენ უწყებაში.


close დახურვა