შსს-ის ცნობით, წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდში 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, 1957 წელს დაბადებული ე.გ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ იყო ძებნილი.
ის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონოდ შეღწევით) იყო ნასამართლევი.
ბრალდებულმა დაარღვია ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლება მოვალეობები, რის გამოც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.გ. 2010 წლიდან იძებნებოდა.