logo
ENG



შსს: თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დავაკავეთ

17 თებ 202613:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/17/33f7a9y7hi9wqja.jpeg

ქართული ოცნების შს სამინისტროს განცხადებით, თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა, თბილისში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მისი ნაცნობის - ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა 3 000 აშშ დოლარი, საიდანაც 500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვა.

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4 - დან 7 - წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. 


close დახურვა