logo
ENG



შსს: თბილისში ძიძა 2 წლის ბავშვზე ინტენსიურად ძალადობდა

23 აგვ 202010:14
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. მათი ცნობით, დაკავებული ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც სხვა ძიძებმა სამართალდამცველებს მიაწოდეს. მათივე ინფორმაციით, ის დაუყოვნებლივ დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა