logo
ENG



შსს: მოვუწოდებთ ადიგენში შეკრებილებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს

05 აპრ 202414:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/05/spz8nyieclcxfub.png

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ადიგენში შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში. მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი"- ნათქვამია განცხადებაში.

ადიგენში მუსლიმი თემის წარმომადგენლებს მეჩეთამდე არ უშვებენ და მათ პარასკევის ლოცვის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ.


close დახურვა