შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, ვინც სასაფლაოზე შესვლის აკრძალვას დაარღვევს, 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.
სასაფლაოებზე შესვლა, მთავრობის დადგენილებით, 2-დან 4 მაისის ჩათვლით იკრძალება, მთელი საქართველოს მასშტაბით.
აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
შსს-ის განცხადებით, 2 მაისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ 30 აპრილს თქვა, რომ ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა, 4 მაისის შემდგომ დღეებში კი ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ, გავიდნენ საფლავზე.
- რა შეზღუდვები დაწესდება სააღდგომოდ - სრულად ნახეთ აქ.