logo
ENG



შსს: შოვში 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან მაშველები, დაშავებულებზე ინფორმაცია არაა

03 აგვ 202317:00
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შოვში 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

რამდენიმე საათის წინ შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.

ადგილიდან ვრცელდება დამსვენებლების კადრები, რომლებიც ამბობენ, რომ მეწყერში ადამიანები მოყვნენ.


close დახურვა