logo
ENG



შსს უარყოფს, რომ პოლიციელ თამაზ ჯოხაძეს სამსახურიდან წასვლას აიძულებენ

11 აგვ 202122:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/11/7bouuaejfktmeo3.png

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ პოლიციელ თამაზ ჯოხაძეს სამსახურიდან წასვლას აიძულებენ. 

უწყება ჯოხაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც პოლიციელი ამბობს, რომ სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. ჯოხაძე ვიდეოში გათავისუფლების ვერსიაზეც ლაპარაკობს - ვარაუდობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი მისი სიძეა - გიორგი მეზვრიშვილი, რომელიც შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო და ამავე დროს გიორგი გახარიას გუნდის წევრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი. 

შსს-ის განცხადებით, 11 აგვისტოს გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ ჯოხაძესან "მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება.

ამ ეტაპზე პატრულ-ინსპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება". - აცხადებს უწყება. 


close დახურვა