logo
ENG



შტურმის შედეგად ვოლგოგრადის ციხის ბუნტში მონაწილე ოთხივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

23 აგვ 202419:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/23/guxmrzccyroglsw.jpg

რუსული მედიის ინფორმაციით, ვოლგოგრადის ოლქში, N19 გამოსასწორებელ კოლონიაში მომხდარი ბუნტის ოთხივე მონაწილე ლიკვიდირებულია. როგორც ცნობილია, მათი ლიკვიდირება რუსეთის ეროვნული გვარდიის მიერ დაწყებული შტურმის დროს მოხდა.

დღეს, N19 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. აჯანყების შედეგად ციხის ადმინისტრაციის 3 თანამშრომელი დაიღუპა.

როგორც მედიებში იწერება, ბუნტის ორგანიზატორები თავს ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრებად აიდენტიფიცირებდნენ და  მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ აშშ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდნენ.

 

 

 


close დახურვა