გაბრიელ სალოსის გამზირზე მოქალაქეს პატრული დაეჯახა. ალექსანდრე ჯანგულაშვილის თქმით, ის შუქნიშანზე გადადიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა შეეჯა.
„გადავდიოდი შუქნიშანზე, მწვანე იყო. ამ დროს საპირისპირო მხრიდან გამოვარდა პატრულის მანქანა, ეტყობა ეჩქარებოდა და დამეჯახა“, - განაცხადა ჯანგულაშვილმა.
დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განგვიცხადეს, მოქალაქეს ფეხის ტრავმა აქვს.