შობა საკუთარი სახლის გარეშე - ახალციხეში, რუსთაველის 99-ში მცხოვრები 24 ოჯახი მეორე წელია, გასახლებულია და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. კორპუსის პირველი სართული 2020 წლის დეკემბერში აფეთქდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შენობაში ცხოვრება უსაფრთხო მხოლოდ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ იქნება. ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახებს თვეებია ჰპირდება, რომ აღდგენითი სამუშოები დაიწყება, რეაბილიტაცია კი იგვიანებს. სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა იმდენად მცირეა, რომ გამოცხადებული ტენდერი ყველა ჯერზე ჩაიშალა.
ჩავარდნილი ტენდერები და გაურკვეველი ვადით გადადებული რეაბილიტაცია
07 იან 202220:37
3 წუთის საკითხავი