ჩაქვში, Dreamland Oasis-ში გამოკვლეულ არც ერთ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ "ფორმულას" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს.
მათი ცნობით, 800-ზე მეტი პირი გამოიკვლიეს.
როგორც "ფორმულას" სასტუმრო "ოაზისში" განუცხადეს, კომპლექსი უკვე გაიხსნა.
გუშინ, 2 სექტემბერს ჩაქვის ოაზისის სტუმარს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს და კორონავირუსზე ტესტი აუღეს, პარალელურად კი კომპლექსში შესვლა-გასვლა აკრძალეს. მოგვიანებით სტუმარს ვირუსი დაუდასტურდა, სასტუმრო ჩაიკეტა და დამსვენებლები და პერსონალი გაიტესტა.