logo
ENG



ჩემი ქმარი შებოჭეს და შვილი სცემეს - ახალქალაქის ინციდენტზე დაკავებულის დედა

10 აგვ 202014:07
3 წუთის საკითხავი
clock 359

ახალქალაქში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული არტურ გაბრელიანის დედამ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ის დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ოჯახს სისტემატურად ავიწროებდნენ, იყო ფიზიკური  დაპირისპირებაც. კერძოდ, მისი თქმით, დაკავებულის ძმას სცემეს და ეს მამას აყურებინეს.

დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და სამართალდამცველების მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

"სახლში ვიყავით, პოლიციას არაფერი გაუკეთებია, არც არაფერი დაგვინახავს. შეგვეშინდა და მეზობელთან გადავედით. ჩემი ქმარ-შვილი ხშირად უცემიათ. პირველი დაპირისპირება ორი წლის წინ, სასტუმროს წინ მოხდა. ჩემი ქმარი შებოჭეს, შვილს კი სასტიკად სცემეს, მიზეზი დღემდე არ ვიცი. არც ის ვიცი, სახელმწიფოსგან დახმარებას მივიღებ თუ არა, ამ საკითხს მამაკაცები გადაწყვეტენ", - აცხადებს დაკავებულის დედა. 

დაკავებულის ოჯახის წევრები ინციდენტში გარდაცვლილის მხარეს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, კონფლიქტის მეორე მხარე შერიგებაზე ვერ დაითანხმეს. 

გარდაცვლილი ვართან ვარანიანის ოჯახის წევრებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ცნობისთვის, ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდაშემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მას შემდეგ, რაც ახლობლებმა 27 ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს, დააზიანეს 2 ავტომანქანა და დაწვეს რამდენიმე სახლი. ადგილობრივების თქმით, ინციდენტში 50-მდე პირი მონაწილეობდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.


close დახურვა