logo
ENG



ჩერევატი: რუსები დიდ ზარალს განიცდიან, მათ არ შეუძლიათ ბახმუტს ალყა შემოარტყან

01 მარ 202319:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/01/m46beb4vfofw5bo.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსები დიდ ზარალს განიცდიან და მათ არ შეუძლიათ ბახმუტს ალყა შემოარტყან.

"რუსი ოკუპანტები დიდ ზარალს განიცდიან, მათ არ შეუძლიათ ბახმუტს ალყა შემოარტყან. უკრაინელი სამხედროები ციხე-ქალაქს ჯერ არ დატოვებენ. სარდლობა ჯარებს გაიყვანს, თუ საფრთხეს დაინახავს, მაგრამ ამას ორგანიზებულად და პანიკის გარეშე გააკეთებს", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სპიკერმა.

ჩერევატის თქმით, რუსები ბახმუტზე შტურმისთვის დაჯგუფება ვაგნერის ყველაზე გამოცდილ დაქირავებულ მებრძოლებს იყენებენ, რომელთა ლიდერები იბრძოდნენ სირიაში, ლიბიასა და სხვა ცხელ წერტილებში.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბახმუტთან ბრძოლების ინტენსივობა იზრდება. ამასთან, თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბახმუტის მიმართულება კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება, რის გამოც იქ გაძლიერებული ძალები გაიგზავნა.


close დახურვა