ჩერნიგოვში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა იწვის. ადგილობრივების თქმით, შენობაში აფეთქების ხმა ისმოდა, სახურავს კი ცეცხლი უკიდია.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მაშველები არ გამორიცხავენ, რომ შენობა შესაძლოა დანაღმული იყოს და აფეთქდეს.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.