logo
ENG



ჩერნოვი: ამ ფილმის გადაღების ნაცვლად, ვისურვებდი, რუსეთი არასდროს დასხმოდა თავს უკრაინას

11 მარ 202413:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/11/wkeku8593t7x5q0.jpg

"ალბათ, პირველი რეჟისორი ვარ, ვინც იტყვის, ვისურვებდი რომ არასდროს გადამეღო ეს ფილმი. მე ვისურვებდი შემეძლოს გავცვალო ეს იმაში, რომ რუსეთი არ დასხმოდა თავს უკრაინას, არ მოეხდინა უკრაინული ქალაქების ოკუპაცია", - განაცხადა დოკუმენტური ფილმის, 20 დღე მარიუპოლში რეჟისორმა, მტისლავ ჩერნოვმა ოსკარის მიღების შემდეგ თქვა. 

მან სამადლობელ სიტყვაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე, უკრაინელ სამხედროებზე, თანამოქალაქეებსა და მარიუპოლის მცველებზე ისაუბრა და უკრაინას მადლობა გადაუხადა. 

"ალბათ, პირველი რეჟისორი ვარ, ვინც იტყვის, ვისურვებდი, რომ არასდროს გადამეღო ეს ფილმი. მე ვისურვებდი შემეძლოს გავცვალო ეს იმაში, რომ რუსეთი არ დასხმოდა თავს უკრაინას, არ მოეხდინა უკრაინული ქალაქების ოკუპაცია, რომ არ მოეკლა ათი ათასობით ჩემი უკრაინელი თანამემამულე, მე ვისურვებდი გათავისუფლდეს ყველა, საკუთარი სამშობლოს დამცველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ვინც ციხეშია. მაგრამ მე არ შემიძლია შევცვალო ისტორია…მე არ შემიძლია შევცვალო წარსული, მაგრამ… ჩვენ ყველას ერთად, ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ხალხს მსოფლიოში, შეგვიძლია უზრუნველვყოთ რომ სიმართლე გაიმარჯვებს, რომ მარიუპოლელები და ის ხალხი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა, არ იქნებიან დავიწყებულები, რადგან კინო ქმნის მეხსიერებას, მეხსიერება კი ქმნის ისტორიას. ამიტომ, მადლობა თქვენ ყველას, მადლობა უკრაინას! Слава Україні!", - თქვა ჩერნოვმა. 

უკრაინელმა რეჟისორმა ოსკარი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში მიიღო. 

 

 


close დახურვა