logo
ENG



ჩერქეზიშვილი: სიონის ტბაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო, ადგილზე მაშველები არ ჰყავთ

15 აგვ 202319:00
3 წუთის საკითხავი
 

ლელო საქართველოსთვის წევრის ნიკა ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, სიონის ტბაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. მან Facebook-ზე დაწერა, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო 15-20 წუთში მივიდა. ამასთან, მისი თქმით, ადგილზე არ იყვნენ მაშველები.

ჩერქეზიშვილი ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მისივე თქმით, ცხედარი ტბიდან ამ დრომდე არ არის ამოსვენებული, რადგან ადგილზე ელოდებიან მაშველებს, სპეციალური ეკიპირებით.

"15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე. 

შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. 

უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს. 

ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ!", - წერს ჩერქეზიშვილი.

განახლება: როგორც ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შეტყობინებაა შესული მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ, მაშველები ადგილზე არიან, ხოლო მყვინთავები გზაში.


close დახურვა