logo
ENG



ჩეჩნეთის ხელისუფლების ვებგვერდი მიუწვდომელია - GNG აცხადებს, რომ საიტი მათ გათიშეს

26 თებ 202215:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/7lasmomq2yqxm48.jpg

ჩეჩნეთის ხელისუფლების ოფიციალური ვებგვერდი მიუწვდომელია. საქართველოს ჰაკერთა საზოგადოება (GNG) ტვიტერზე წერს, რომ საიტი მათ გათიშეს.

საზოგადოება აცხადებს, რომ საქართველოს სახელით მხარს უჭერს უკრაინას და ტვიტერზე ყველა იმ რუსულ და პრორუსულ სახელმწიფო ვებგვერდებსა და კომპანიების საიტებს ასახელებს, რაც ირწმუნებიან რომ გათიშეს.

GNG-ის ტვიტერზე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ პრორუსული მედია ალტ-ინფოს ვებგვერდი გათიშეს. ასევე მიუწვდომელია რუსული მედიის Russia Today-ის საიტიც, რაზე პასუხისმგებლობასაც ასევე GNG იღებს.  

გუშინ რუსეთის განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე კრემლის ოფიციალური საიტი და Alfa, Sber, VTB ბანკების ვებგვერდები დროებით ხელმიუწვდომელი იყო. საქართველოს ჰაკერთა საზოგადოება აცხადებს, რომ ჩამოთვლილი საიტები სწორედ მათ გათიშეს.


close დახურვა