logo
ENG



ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

03 ნოე 202222:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/03/kfwanxo9q0fqo8c.png

ჩეხეთმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. შესაბამისი რეზოლუცია პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.

გარდა ამისა, მიღებულ რეზოლუციაში, დაგმობილია უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებიც.

"საგარეო საქმეთა კომიტეტი რუსეთის მოქმედ რეჟიმს აღიარებს როგორც ტერორისტულს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის თანახმად. თავდასხმები და სამხედრო დანაყოფების განთავსება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არის საფრთხე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე. პირდაპირი თუ ირიბი საფრთხეები ბირთვული იარაღის გამოყენების კუთხით, ასევე უსაფუძვლო ბრალდებები უკრაინის მისამართით - არის დაძაბულობის საშიში ესკალაცია და საფრთხე ევროპული უსაფრთხოებისთვის", - წერია ჩეხი დეპუტატების რეზოლუციაში.

დეპუტატები ასევე არ აღიარებენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს.

ცნობისთვის, ანალოგიური რეზოლუციები უკვე მიიღეს ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა.


close დახურვა