logo
ENG



ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია

10 ნოე 202220:08
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პირველი დიპლომატი თბილისშია. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ადგილზე ეცნობა, როგორ ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას საქართველო. სურათი, რომელიც პარტიებმა და სამოქალაქო სექტორმა წარუდგინეს, მძიმეა. დეოლიგარქიზაციის კანონი ივანიშვილის გარეშე, სამუშაო ჯგუფები ფაქტობრივად მხოლოდ ოცნების მონაწილეობით და დამძიმებული მედიაგარემო. რეკომენდაციების ჩაგდებას ან საკუთარ ინტერესებზე მორგებას, ოლიგარქის გუნდი ამატებს იმას, რომ უკვე ამზადებს ნიადაგს კანდიდატის სტატუსის დაკარგვისთვის, რასაც დასავლეთს დააბრალებს. განსხვავებულია კრემლის სცენარი მოლდოვაში, სადაც დასავლურ მთავრობას რუსეთი აქციებს უწყობს. 


close დახურვა