logo
ENG



ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

26 აპრ 202318:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/26/04evolfkvcxk1eg.jpg

ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პატრიარქი კირილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა და საკუთარი ქმედებებით აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში.

"ის [კირილი] ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით, უკრაინის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობაში თვლის. ამიტომ ყველას, ვინც რუსეთისა და უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძვის, "ბოროტების ძალებს" უწოდებს.

მაშასადამე, პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ უკრაინაში აგრესია არის "მეტაფიზიკური განზომილების ბრძოლა" "უკრაინის სულიერი წმენდისა" და "კაცობრიობის გადარჩენისთვის". ასევე, პატრიარქმა კირილმა არაერთხელ დალოცა რუსი ჯარისკაცები და ის მხარს უჭერს მათ ქმედებებს - არწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან", - წერია განცხადებაში.


close დახურვა