ჩეხური ორგანიზაცია უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ჯაკუბ ჯანდა ქართული ოცნების დეპუტატის, ბეჟან წაქაძის მიერ იოსებ სტალინის ქებას გამოეხმაურა და თქვა, რომ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც საქართველომ ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი დაკარგა.
მილიონერმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ თქვა, რომ "დადებითი სტალინსაც ჰქონდა, კარგი მცოდნე იყო ლიტერატურის, რუსულის, ქართულის და ყველაფრის. იყო მორწმუნე, ქრისტიანი, სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. ეს თვისებები დადებითი ჰქონდა".
"ამის მსგავსი ქართველი პოლიტიკოსები არიან მიზეზები იმისა, თუ რატომ დაკარგა საქართველომ თავისი ისტორიული შანსი, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, რომლებიც წინ მიდიან, საქართველო კი გაჩერებულია". - დაწერა ჯაკუბ ჯანდამ ტვიტერზე.
Georgian politicians like this are the reason why Georgia lost the historical chance to become EU member state, with Ukraine and Moldova going forward and Georgia staying stuck. https://t.co/XHzLOlNGGu
ბეჟან წაქაძის მიერ ტირანის ქებას გამოეხმაურა ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერიც.
"რა? რას ამბობ, ქართულო ოცნებავ? ვივარაუდო, რომ მას პარტიიდან გაუშვებთ?" - დაწერა მან.