logo
ENG



ჩეხი ტურისტი, რომლის გამოც გუდაური ჩაიკეტა, კორონავირუსისგან განიკურნა

02 აპრ 202012:17
3 წუთის საკითხავი
 

ჩეხი ალპინისტი, რომლის გამოც გუდაური ჩაიკეტა, კორონავირუსისგან განიკურნა. ჩეხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში რომან კოზელკა დეტალურად იხსენებს როგორ აღმოაჩნდა მას კორონავირუსი საქართველოში სამთო კურორტზე ყოფნის დროს.

ალპინისტი ამბობს, რომ მან ჩეხეთი ისე დატოვა, რომ სიცხე არ გაუზომიათ და თავი შეუძლოდ უკვე გუდაურში იგრძნო. მისივე თქმით, ინფექციის დადასტურების შემდეგ თავი ვალდებულად ჩათვალა და შეატყობინა ყველა იმ პირს ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა.

"150 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს იმ რესტორნების თანამშრომელთა ჩათვლით, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით", - აცხადებს რომან კოზელკა.

ჩეხმა ტურისტმა კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში 12 კილოგრამი დაიკლო და ბიზნესიც დაკარგა, რადგან მისი ტურისტული ფირმა პანდემიის გამო, გაკოტრდა.


close დახურვა