ლევან ბერძენიშვილმა მმართველ გუნდში არსებულ პრობლემებსა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინტელექტუალური პრობლემის არსებობა უფრო და უფრო წინ გამოდის და იწვევს რღვევას „ქართულ ოცნებაშიც“.
„საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა, რადგან ის უნიკალური ფენომენია. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ეს სიტყვები არ ყოფილიყო ირონიის და რაღაცა საშინელების შემცველი - ნამდვილად უნიკალური აღმოჩნდა. ჩვენ ასეთი ბრიყვი მმართველი არ გვყოლია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ეს სიბრიყვე, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო წინ გამოდის, ეს ინტელექტუალური პრობლემა. ახლა ხელისუფლება ფიქრობს, რომ რაც უფრო ძალის დემონსტრირებას მოახდენს, მით უფრო შეაკავებს რღვევის პროცესს საკუთარ რიგებში და, მაპატიეთ, მაგრამ ძალიან ჭკვიანური დასკვნა არ არის. იმიტომ, რომ, რაც უფრო მეტ ძალას გამოიყენებს გარეთ, მით უფრო სწრაფად დაერღვევა მდგომარეობა შიგნით", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ეს განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ გააკეთა.